ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოდერძი ბერდელიძემ გამოსვლა ატაცის ვერცხლის მედლით დაასრულა.

საქართველოს ნაკრების წევრმა 111/114 კილოგრამს გაართვა თავი და კვარცხლბეკის მეორე საფეხური დაიკავა. მისი პირადი მწვრთნელი გიორგი გაბრიჭიძეა, ხოლო ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე, მწვრთნელები: ავთო გახოკიძე, გია ცირეკიძე, ექიმი-რეაბილიტოლოგი – გიორგი ჭინჭარაული და ფიზიო-თერაპევტი – რუსლან ღიბრაძე.

ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ასპარეზობა 61 კგ. წონით კატეგორიაშიც, სადაც  საქართველოს ნაკრებიდან რამინ შამილიშვილი გამოდიოდა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 121/127 კგ.  დაძლია და მეოთხე ადგილზე გავიდა.

აკვრაში შამილიშვილმა 145/151 კილოგრამს გაართვა თავი და მე-5 საფეხური ერგო, ორჭიდის ჯამში მოგროვილი  278 კილოგრამით კი მე-4 პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ შამილიშვილს ორჭიდის ბრინჯაომდე სულ რაღაც 1 კილოგრამი დააკლდა.