26 მაისს ვენაში ოთხი ქართული დიასპორული ორგანიზაცია გაერთიანდა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ვენაში არსებული ოთხი ქართული დიასპორული ორგანიზაცია გაერთიანდა. ინფორმაციას საქართველო – ავსტრიის კულტურის ცენტრი ავრცელებს.

„ჩვენი ორგანიზებით, რესტორან MODI 1080  თანამონაწილეობით და მოხალისეების დახმარებით, შევძელით, რომ ეს დღე ყოფილიყო დაუვიწყარი.

მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქართული სამზარეულოს მასტერკლასში და ესწავლათ როგორ მზადდება ხინკალი და აჭარული ხაჭაპური, ისინი ასევე გაეცნენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის 26 მაისს.

სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა, დაეთვალიერებინათ ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მხატვრების, თეონა ტიბუას, გიორგი ლეჟავას, ნიკა ჩუბინიძის და ნინო ზარიძის, ასევე ავსტრიელი ხელოვნის, მარკუს კაიზერის ნამუშევრები. ღონისძიება დასრულდა ქართველი მუსიკოსების, მიშო ყანდაშვილის, თეონა მოსიას, ია ღვინიაშვილისა და ლიზი ნუკრაძის საერთო კონცერტით“, – ნათქვამია ინფორმაციას საქართველო – ავსტრიის კულტურის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებაზე შეგროვებული სოლიდური თანხა, გადაირიცხება უკრაინული ორგანიზაციის ანგარიშზე, რომელიც ზრუნავს 110 უკრაინელ, დევნილ ბავშვზე.