საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ტოკიოში, “DINNING・BOOKLOUNGE Creadisce”-ის ღონისძიებების სივრცეში ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
გამოფენის სტუმრები გაეცნობიან
- იაპონურად ნათარგმნი ქართული ლიტერატურის ნიმუშებს
- საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიას
- ჩვენი ქვეყნის ეროვნული სამოსის კულტურას
ამავე დროს შეძლებენ დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო.
გამოფენა 25 მაისს გაიხსნა და 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება.