22 მაისს საქართველოს ელჩი საბერძნეთში დავით დონდუა ათენში, “ქართულ სახლში” ორგანიზებულ ქალთა კამერული ჯგუფის “მაგნოლია” პრეზენტაციას დაესწრო. ელჩი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, მადლობა გადაუხადა “ქართული სახლის” ხელმძღვანელს, ქალბატონ დარეჯან ღამბაშიძეს ღონისძიების ორგანიზებისთვის, წარმატება უსურვა ანსამბლის დამფუძნებელს, ქალბატონ ქეთევან ხატიაშვილს – ცნობილი ვოკალური ანსამბლი “ნერგების” ხელმძღვანელს და მისი ანსამბლის წევრებს.
„ემიგრაციაში დაიბადა ქალთა კამერული ანსამბლი “მაგნოლია “ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ქეთევან ხატიაშვილი. უღრმესი მადლობა მობრძანებისათვის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საბერძნეთის და სერბეთის რესპუბლიკაში ბატონ დავით დონდუას, ელჩის მდივანს ქალბატონ ანი უძილაურს, ელჩის მრჩეველს ქალბატონ ნინო ვადაჭკორიას, კულტურისა და განათლების ცენტრის “კავკასია” ხელმძღვანელს ბატონ ავთანდილ მიქაბერიძეს, ბერძნულ ქართული ასოციაციის ხელმძღვანელს ქალბატონ ხატია ქარსაულიძეს , ლიტერატურული სალონის დამფუძნებელს ქალბატონ რუსუდან ჯანელიძეს , ქორეოგრაფს ეკა გიგოლაშვილს, ემიგრანტ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეს ქალბატონ ირმა ქავთარაძეს, თეატრალური ორგანიზაცია “დიონისოს” მსახიობებს, ჩვენს კოლეგა პედაგოგებს და ბატონ მიხო მორჩილაძეს, მწერალს,რომლის რომანი “მე მცველი ვარ ჩემი ძმისა” წარდგენილია ნობელის პრემიაზე. ასევე უღრმესი მადლობა ემიგრაციაში ყველასათვის საყვარელ პოეტ ქალს ზაირა კეღოშვილს, ნონა გუჯაბიძეს და ჩემს უძვირფასეს “ქართული სახლის” წევრ ქალბატონებს! გმადლობთ, ყველა მობრძანებულ სტუმარს! მჯერა ანსამბლი “მაგნოლია” საუკეთესო შენაძენი იქნება ემიგრაციისათვის და ბევრჯერ გაგილამაზებთ საღამოებს“ – ამბობს ათენში ქართული სახლის დირექტორი დარეჯან ღამბაშიძე.