16 მაისს, ქალაქ სტოკჰოლმის სომელიეთა კლუბ The Winehub-ში, საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ორგანიზებით და სსიპ საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით და მხარდაჭერით, ადგილობრივი ღვინის ჟურნალისტების, „ბლოგერების“ და ექსპერტებისთვის გაიმართა ქართული ღვინის მასტერკლასი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ელჩმა შვედეთში, ირაკლი ხუცურაულმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში ღვინის წარმოებისა და ისტორიის თაობაზე ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა, გიორგი თევზაძემ. ასევე, გაიმართა სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ჩვენება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრები შვედეთის ღვინის და ალკოჰოლური სფეროს წარმომადგენლებთან და იმპორტიორებთან.