სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ნია ბარამაშვილი სრული დაფინანსებით სწავლას ბელგიაში, ბრიუსელის “KU Leuven” უნივერსიტეტში გააგრძელებს, ინფორმაციას სკოლა ავრცელებს.
„KU Leuven“ უნივერსიტეტი ევროპულ უნივერსიტეტებს შორის ტოპ ათეულშია.ნია სწავლას სექტემბრიდან დაიწყებს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე.