ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართველი დირიჟორი და ფოლკლორისტი ქეთევან წიკლაური 18 ივნისს, ქალაქ ამერსფორტში მსმენელს საპრეზენტაციო კონცერტზე ეპატიჟება
„ჩემი საქართველო ჩემს ამერსფორტში – ჩემი ოცნება ახდა! გეპატიჟებით კონცერტზე „გაზაფხული“ – ამერსფორტში მე დავაარსე ორი ქართული ანსამბლი – “საქართველო” და კვარტეტი ქართული ანსამბლი, კორონავირუსის გავრცელებისა და ჩაკეტვების ფონზე საკმაოდ რთული იყო მუშაობა, თუმცა დიდი შრომის შედეგად ჩვენ ეს შევძელით და დღეს სიამოვნებით გეპატიჟებით კონცერტზე, სადაც დატკბებით მრავალფეროვანი და საინტერესო ქართული ფოლკლორით“ – აცხადებს ქეთევან წიკლაური
პროფესიით დირიჟორმა და საქართველოში რამდენიმე ანსამბლის ხელმძღვანელმა, ნიდერლანდების სამეფოში ჰოლანდიელი მომღერლებისგან შემდგარი ანსამბლი „მერანი“ ივო ბოსვაიკთან ერთად ჩამოაყალიბა, რომლებიც ქართულ ტრადიციულ ფოლკლორულ სიმღერებს და აგრეთვე ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილ უკვდავ ნიმუშებს მღერიან (2018 წელს ანსამბლ ,,მერანს“ პირველი ტურნე საქართველოში ჰქონდა. წარმატებით გამართა სამი კონცერტი თბილისში, ქუთაისსა და მარნეულში). ახლა კი ახალი ანსამბლი – რომელიც ასევე უცხოელებისგან დაკომპლექტდა და ქართულ კულტურასა და ტრადიციებს ევროპას აცნობს.