ხეზე დაწერილი სვანური ისტორიული საბუთები ქართული დიპლომატიკის ძეგლებია, ასეთი სახის საბუთები საქართველოში მხოლოდ სვანეთში, კერძოდ, კალის თემში გვხვდება. ისინი შედგენილია ყველა იმ წესის დაცვით, რომელიც მიღებული იყო საქართველოს სხვა კუთხეებში. საბუთები შეიცავს საერთო სახევო დადგენილებებს და გადაწყვეტილებებს, თემებს შორის ან თემებსა და კერძო პირებს შორის დადებულ პირობებს.
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი: სვანურ საბუთებში გადაწყვეტილებები წარმოდგენილია ორი სახით: ჯვრების დასმით და ხელრთვით. ხელრთვა ძალზე იშვიათად გვხვდება, ჯვრების დასმა კი სვანურ საბუთებში მეტად გავრცელებული ფორმა იყო. საბუთების ერთი ნაწილი ანონიმურია: როგორც წესი, საბუთის ბოლოში შემდგენელი არ არის დასახელებული.
- კალის ხევის საბუთი ( ფრაგმენტი)
XIV-XV სს. მხედრული, დაწერილია ოთხწახნაგად გათლილ ხეზე. 28 სმ.( ფოტო 1)
- კალელთა დავის საბუთი
XIV-XV სს. მხედრული, დაწერილია სამწახნაგად გათლილ ხეზე. 30 სმ. ( ფოტო 2)
- ხალდეს ხევის საბუთი. ლორთქიფანისძეთა და ხალდეშელთა ერთობის საბუთი
XIV- XV სს. მხედრული, დაწერილია ხუთწახნაგად გათლილ ხეზე, 39,5სმ. ( ფოტო 3)