ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ პურმერენდის თეატრში, შედგა ქართული სამოყვარულო თეატრალური დასის “ათინათის” სპექტაკლის პრემიერა. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით „ჰელადოსი“ რეჟისორმა ბადრი წერედიანმა განახორციელა.
პრემიერას ქართულ დიასპორასთან ერთად დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია.
სპექტაკლი საქველმოქმედო იყო და ბილეთების გაყიდვისას შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა უკრაინიდან დევნილთა დახმარების ფონდს ნიდერლანდების სამეფოში.
“დიდი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის მოთხრობა Hellados მიეკუთვნება იმ მარადიულ ტკივილის გამომხატველ ნაწარმოებებს, რასაც საკუთარი სამშობლოდან გადასახლება ნიშნავს. ვუცხადებთ ჩვენს დიდ მხარდაჭერას უკრაინელ გმირ ხალხს და წარმოდგენიდან შემოსულ თანხას სრულიად გადაურიცხავთ უკრაინის დახმარების ფონდს“
,,ათინათი” პირველი ქართული სამოყვარულო თეატრის დასია ნიდერლანდების სამეფოში – ემიგრანტებისგან შემდგარ სამოყვარულო თეატრალურ დასს დები – ნათია და ბაია ახვლედიანები ხელმძღვანელობენ და ქართული კულტურის და თეატრის პოპულარიზაციას ახდენენ.