15 მაისს, ცხენოსნობის ტრადიციებისა და საცხენოსნო ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, თიანეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიული ერწო – თიანეთის სოფლებში დევენაათხევსა და ხევსურთსოფელში დოღი გაიმართება.
ხევსურული ტრადიციული დოღი ადგილობრივი მოსახლეობის საცხენოსნო კულტურისა და რიტუალის ელემენტებს მოიცავს.
დოღი 12:00 საათზე დაიწყება და 45 წუთს გაგრძელდება.
დოღის ორგანიზატორია ადგილობრივი მოსახლეობა.