“თქვენც ასე ხედავთ? )))) ❤️❤️❤️
სასწაულების, გვჯერა კი არა სასწაულებით ვარსებობთ მართლა, მაგრამ ახლა მეც არ მჯერა რომ ვუყურებ და ეს წარწერა ნამდვილია😭😭❤️” – ასე იწყება წერილი, რომელიც სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილმა გამოაქვეყნა.
თბილისში იქნება ადგილი სადაც უფასო იქნება საჭმელი და ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები, წიგნები და მედიკამენტები.
„ამ შენობაზე ათასობით უპოვარის, ობლების, ავადმყოფების, მარტოხელა დედების და მოხუცების, პატიმრების ოჯახების და ყველა სოციალურად დაუცველის ბედია დამოკიდებული, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ 💥
🛑ათი წლის წინ შევაგროვეთ პირველი ტანსაცმელი და საჭმელი და თქვენი დახმარებით მართლა შეუძლებელი მოვახდინეთ 💥💥💥
ვინც თავიდანვე თვალს გვადევნებთ, კი იცით რა რთული გზა გამოვიარეთ, სანამ მართლა ქვეყნისთვის ამხელა საქმეს გავაკეთებდით ჩვენ – ქართველი მოხალისეები ❤️
ვერც წარმოიდგენთ, რამდენი ასეული მოხალისეს შრომა, რამდენი უძილო ღამე და რამდენჯერ ასი ათასი კილომეტრია გავლილი. რამდენი ოფლია დაღვრილი, რამხელა შრომა გაწეული და რის ფასად მოვედით აქამდე.
🛑შენობა, საქართველოს მთავრობისგან, ათი წლით სარგებლობაში გადმოგვეცა. იარსებებს მოხალისეების დახმარებით და მოქალაქეების გვერდით დგომით ❤️
შენობის რემონტი უკვე დავიწყეთ, მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მართლა მარტო თქვენი იმედი გვაქვს ❤️
ამ შენობაში შეგროვდება ყველა სახის დახმარება – ვისაც კი ზედმეტად ერთი უბრალო მაისური ან ერთი ნაჭერი პური გექნებათ, შეგიძლიათ, 1 ივნისიდან აქ მოიტანოთ. ჩვენ გადავცემთ ისეთ ადამიანებს, ვისაც ჰაერივით სჭირდებათ.
🛑 შენობაში იქნება – მარჯვენა მხარეს საჭმლის დიდი მაცივრები და მარცხენა მხარეს ტანსაცმლის უფასო გალერეა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოსვლა და ჩაცმა. ნებისმიერი სახის საოჯახო ნივთები, წიგნები და სამკურნალო მედიკამენტები.
🛑 შენობა 1 ივნისს გაიხსნება და იქამდე იარსებებს, მართლა სანამ უკანასკნელ ადამიანს არ მობეზრდება სხვისი დახმარება. ასეთი შენობა, თუ არ ვცდები არც არასოდეს ყოფილა. შენობა დახმარებას გაუწევს ქალაქში ყველა ადამიანს, ვინც კი მოვა.
🛑 აააი მართლა გულით გთხოვთ ყველას, ჩემს მეგობრებს, კლასელებს, კურსელებს, მეზობლებს, ნათესავებს, უცნობებს და ნაცნობებს. თუ ვინმე მიცნობთ და პატივს მცემთ, თუ ვინმეს ჩვენი საქმე რამედ მიგაჩნიათ, დაგვეხმარეთ რითაც შეძლებთ რა, ამაზე დიდი საქმე რა უნდა გავუკეთოთ ქვეყანას ❤️
❤️ გვჭირდება ყველანაირი დახმარება,
გვჭირდება კარგი ხელოსნები, ვისაც გცალიათ, გვჭირდება ადამიანები, ვისაც კედელზე ხატვა შეუძლია. (საღებავები ჩვენზეა❤️) გვჭირდება მოხალისეები, რომლებიც როცა კი შეძლებთ, მოგვეხმარეთ და რა თქმა უნდა გვჭირდება საკმარისი ფული, რომ შენობამ შეუფერხებლად იარსებოს ❤️
🛑მთელი გულით გთხოვთ, გაგვივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეძლებთ. ადამიანებს და მედიას ❤️ რაც შეიძლება ბევრი რესურსი უნდა შევაგროვოთ, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს 💥💥💥 იცით რამდენი ათასი ადამიანი გველოდება? ❤️
🛑1 ივნისიდან კი საჭმლის და ტანსაცმლის მოტანაც შეგიძლიათ.
ჩვენ გაუჩერებლად ვმუშაობთ და თქვენი დახმარების იმედი გვაქვს ❤️ ქარვასლასთან კი მაინც ისევ შევაგროვებთ ხოლმე ამ ყველაფერს ❤️
ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დამირეკოთ – 558181218. თუ ვერ გიპასუხეთ, მესიჯი დამიტოვეთ და აუცილებლად დაგირეკავთ ❤️
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
GE90TB7603845061100016
PayPal – Sinjikashvili@gmail.com
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
🛑ეს დღე არასოდეს არ დამავიწყდება ❤️
და პირველი ივნისი, შენობის გახსნის დღე ❤️
არასოდეს დანებდეთ! როცა ძალიან ჭირს, მაშინაც არ დანებდეთ! როცა გზა აღარ არის, მაშინაც არ დანებდეთ! გჯეროდეთ თქვენი თავის და თქვენი ოცნებების! აუცილებლად ყველაფერი გამოვა !
იმიტომ, რომ #სიკეთეგადამდებია ❤️
აკა სინჯიკაშვილი. 2022 წელი. 6 მაისი. გიორგობა დღე.
ნახავთ როგორ გაანათებს ყველაფერი ❤️“