მწერალთა სახლის ხელშეწყობით აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Qanun Publishing House მიერ გამოიცა ანა კორძაია-სამადაშვილის ,,ზინკა ადამიანი“
მთარგმნელი : Kamuran Kyryakov
ანა კორძაია-სამადაშვილის ახალი რომანი „ზინკა ადამიანი“ ადამიანების ცრემლიან-ღიმილიან ამბავს მოგვითხრობს. ერთ ზღაპრად აკინძულ, ერთი შეხედვით დაუჯერებელ ამბებში არავინ იცის, რა არის გამოგონილი და რა – მართალი, მაგრამ ამ ისტორიებში, როგორც ნაკვერჩხალში – ჯადოსნური სასახლე, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის ნამდვილი ამბები ირეკლება.