იტალიელი ფოტოგრაფის ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში გამოიფინება

„ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში, 8 მაისს, ხელოვნების სასახლეში ფოტოგრაფ ჯონ რენდოლფ პეპერის გამოფენა “იტალიის ფრაგმენტები 1970-2010” გაიმართება.

ასოცირებული კურატორი – ტატიანა ფოკინა, კურატორი – რობერტა სამერარო

იტალიელი ფოტოგრაფის, ჯონ რენდოლფ პეპერის „იტალიის ფრაგმენტები 1970-2010“ მისი პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში. პეპერი იღებს მხოლოდ ანალოგიური შავ-თეთრი, Ilford HP5 ფირით, 400asa, 35 მმ ობიექტივით და ბეჭდავს ბარიტის ქაღალდზე. „იტალიის ფრაგმენტები“ არის 1970-2011 წლებში გადაღებული ფოტოების კრებული რომში, სიცილიასა და სამხრეთ იტალიის სხვა რაიონებში გადაღებული სერიებიდან. პეპერმა, რომელიც გაიზარდა რომში, დოლჩე ვიტაში, მხატვარი მშობლების ოჯახში, 12 წლის ასაკში დაიწყო გადაღება პენტაქსის კამერით და 35 მმ ლინზებით. უგო მულასის შეგირდობით, მან სწრაფად ისწავლა რომის ქუჩებში დღედაღამ ხეტიალი (‘ROME 1969 AN HOMMAGE TO ITALIAN NEO-REALISM’) და არასოდეს გაჩერებულა. 2010 წელს პეპერი დაბრუნდა რომში, რათა შეესწავლა მშობლიური ქალაქი და ენახა, რა შეიცვალა და რა დარჩა იგივე („SANS PAPIER“). პეპერმა გამოსცა ოთხი წიგნი. მისი ნამუშევრები რეგულარულად გამოიფინება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.თავისი სერიით „დასახლებული უდაბნოები“ პეპერი იყო ერთ-ერთი პირველი იტალიელი ფოტოგრაფი, რომელიც რევოლუციის შემდეგ გამოფინა თეირანში და რამდენიმე კვირის შემდეგ ერთდროულად აჩვენა იგივე ნამუშევრები ისრაელში.

„იტალიის ფრაგმენტები 1970-2010“ შედგება 40 ამაღელვებელი ფოტოსგან, პეპერმა გადაიღო ადამიანები, რომელთაც შემთხვევით შეხვდა იტალიაში მოგზაურობისას. ის დამკვირვებელია, რომელიც შორიდან ასახავს ადამიანის ცხოვრებას მის ყველაზე არსებით ფორმებში, ფოტოგრაფი მუდამ არის „შეიარაღებული“ 35 მმ კამერით და ელოდება სიტუაციების სპონტანურად წარმოჩენას. პეპერი კლასიკური ტრადიციების ერთგულია, ის ქმნის კადრებს, რომლებიც სინამდვილეს ასახავს და სამყაროს იმგვარი ხედვით გამოირჩევა, რომელშიც რეალიზმი ეწინააღმდეგება იდუმალ ზღაპარს, ფიზიკური დაკვირვება კი ფსიქიკურ გამოცხადებას. მისი ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ასპექტია ის გზა, რომელშიც ხელოვანი უარყოფს დროს, რაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ფოტოგრაფიის ბუნებას. როგორც კურატორმა, ხელოვნებათმცოდნე რობერტა სემერარომ აღნიშნა: პეპერის ფოტოები მარადიულია.