საქართველოსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს და იტალიაში კომპანია ‘’8 მილენიუმის’’ წარმომადგენლის, თამარ ჭიჭიბოშვილის ორგანიზებით, პალაცო ფერაიოლიში გაიმართა მხატვარ თამარ მაღლაფერიძე – დადეშქელიანის გამოფენა ‘’ღვინის ფერები’’.
ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონმა. ქართული ღვინის ტრადიციებსა და უნიკალური დაყენების მეთოდზე ისაუბრა თამარ ჭიჭიბოშვილმა, რომელიც გახლავთ პროფესიონალი სომელიე და ‘’რომის სომელიეთა ასოციაციის’’ წევრი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლები, პროფესიონალი სომელიეები და ღვინის ბლოგერები.