იაპონიაში საქართველოს საელჩოსა და რადიოარხის, “Nippon Broadcasting System” თანამშრომლობით, დაიწყო იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტი, სათაურით “აღმოაჩინე საქართველო – მისტიკური მოგზაურობა საქართველოსა და იაპონიის ისტორიულ სიღრმეებში”
პროექტის ფარგლებში იაპონიის მასშტაბით გადაიცემა პოდკასტი, სადაც საქართველოს ელჩი, თეიმურაზ ლეჟავა იაპონელ წამყვანებთან ერთად საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ ისაუბრებს.