ავიაკომპანია Air Baltic რიგა – ბათუმი – რიგის მიმართულებით იწყებს ოპერირებას

ავიაკომპანია Air Baltic რიგა – ბათუმი – რიგის მიმართულებით იწყებს ოპერირებას. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ახალი რეგულარული მიმართულება ემატება. მიმდინარე წლის 8 მაისიდან, ლატვიური ავიაკომპანია Air Baltic-ი რიგა – ბათუმი – რიგის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას.

ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები თავდაპირველად, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ კვირას შესრულდება, ხოლო 21 ივნისიდან, დაემატება მეორე სიხშირე და რეგულარული რეისები ყოველ კვირასა და სამშაბათს განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა სანავიგაციო სეზონის დაწყებამდე გაიცა.