ცხადდება ესეების კონკურსი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და  ააიპ განათლებისა და კულტურის მულტიფუნქციური ცენტრის ერთობლივი ინიციატივით ცხადდება ესეების კონკურსი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნება.

კონკურსის მიზანია, ბიბლიოთეკარებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ქალაქში თუ სოფლად, მიეცეთ საშუალება ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა მშვიდობის მნიშვნელობაზე, გაეცნონ სხვადასხვა ლიტერატურას, გაიღრმაონ ცოდნა და კიდევ უფრო მეტად გააცნობიერონ მშვიდობის მნიშვნელობა და ერის ერთიანობის აუცილებლობა თავისუფლებისათვის.

„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებული ყველა რეგიონული ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარს.

ესეების კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური და გამარჯვებულთა ესეები დაიბეჭდება ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილ სპეციალურ კრებულში.

საკონკურსოდ წარმოდგენილი ესე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს:

  • ნაშრომი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში;
  • დაშორება სტრიქონებს შორის – 1.5;
  • შრიფტი – Sylfaen;
  • შრიფტის ზომა – 12;
  • აბზაცი უნდა იყოს დაცული მთელს ნაშრომში;
  • ესეს მოცულობა უნდა იყოს 800 – 1000 სიტყვა.

ესეები მიიღება 2022 წლის 30 აპრილიდან 13 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mcecgeorgia@gmail.com“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.