ქართველი მოჭადრაკეების  წარმატება ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე

საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სასკოლო ჭადრაკში ქართულმა დელეგაციამ მესამე გუნდური ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე თურქეთის, ხოლო მეორეზე ინგლისის ნაკრები გავიდა. ჩემპიონატზე მონაწილეობდა 23 ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე. მათ შორის 12 საქართველოდან.

“ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 6 ასაკობრივ კატეგორიაში 12 ტურნირად გაიმართა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 2020 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა ხელმძღვანელობს და შედეგიც სახეზეა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველი ბავშვების პირადი მწვრთნელების – გიგა ყუფარაძის, დავით მაღალაშვილის, ნიკოლოზ მანაგაძის, ნოდარ ლორთქიფანიძის, გოჩა თორიას, გიორგი ტყეშელაშვილის და ინგა კიკვიძის ღვაწლი”  – ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადებაში.

საბოლოო სატურნირო შედეგები კი ასეთია : U9 გოგონები – ბარბარე შონია (მწვრთნელი გოჩა თორია) – III ადგილი, 6 ქულა; ბარბარე ჭიოკაძე (მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – VII ადგილი, 5 ქულა; U11 გოგონები – ანასტასია ქუთათელაძე (მწვრთნელი ინგა კიკვიძე) – III ადგილი, 6,5 ქულა; U13 გოგონები – ანასტასია კირთაძე (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე) – I ადგილი, 8,5 ქულა; მარიამ ცეცხლაძე – (მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) II ადგილი, 6,5 ქულა;კესარია მგელაძე (მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე; ნოდარ ლორთქიფანიძე) – III ადგილი, 6 ქულა; U9 ღია – ნიკა წულაია (მწვრთნელი დიმიტრი კვარაცხელია) – VIII ადგილი, 5 ქულა; U11 ღია – გაბრიელ გაბადაძე (მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი) -II ადგილი, 6 ქულა; დავით თათვიძე (მწვრთნელი ნოდარ ლორთქიფანიძე) – VI ადგილი, 5,5 ქულა; დათა ყალაბეგაშვილი (მწვრთნელი ვანო მინდორაშვილი) -IX ადგილი, 5 ქულა; გაგა გვასალია (მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) – V ადგილი, 5,5 ქულა; U13 ღია – ერეკლე ტაბატაძე (მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი; ზურაბ სტურუა) – IV ადგილი, 6,5 ქულა;