იტალიაში ქართველთა სათვისტომო “კოლხეთის” ინიციატივით ნეაპოლში ხუთშაბათს, 5 მაისს, 14 საათიდან 17 საათამდე გაიმართება უფასო იურიდიული კონსულტაციები ემიგრანტებისათვის. ინფორმაციისა და შეხვედრის დროის შესათანხმებლად დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 329.973.8089.
სათვისტომო „კოლხეთის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბეგლარ თავართქილაძეა. ის საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია იტალიაში, რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის დოქტორი, რომის სასამართლოს ექსპერტი, იტალიის იურიდიულ მთარგმნელთა ასოციაციის პრეზიდენტი.იტალიის ქართველთა სათვისტომო ,,კოლხეთის“ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს იტალიის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, განსაკუთრებით კი ქვეყანაში არალეგალურად მყოფი პირების, რომლებიც განსაკუთრებულად დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ასოციაციასთან თანამშრომლობენ პროფესიონალი ადვოკატები.