ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ – საკონსულო მომსახურებისთვის დადგენილი მოსაკრებელი მცირდება

2022 წლის 1 მაისიდან, საკონსულო მომსახურებისთვის დადგენილი მოსაკრებელი მცირდება.

იხილეთ ახალი ტარიფები:

  • საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი – 44.67 ევრო
  • საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი 18 წლამდე ასაკის პირთათვის, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის (საქართველოში დევნილის სტატუსის მქონე პირები) –  33 ევრო
  • განქორწინების რეგისტრაცია მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით – 33 ევრო
  • სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია – 33 ევრო