4 ივნისს, ნიუ იორკში, ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ქართული ბავშვთა მუსიკალური თეატრის პრემიერა გაიმართება. “კოჰა ჰა ჰა ბიტაცია“ ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პროდიუსერი ვიქტორ სირელსონი, რეჟისორი ლიკა სირელსონი, ქორეოგრაფი ანი გადელია, მუსიკალური ხელმძღვანელი თენგიზ შაუთიძე, რეჟისორის ასისტენტი მარიშკა სომხიშვილი,ტექნიკური რეჟისორი კი ნინო ნამიჩეიშვილია.
ქართული კულტურის ცენტრი /“Dancing Crane Company” 1996 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ვიქტორ სირელსონმა დააარსა. ცენტრის მიზანია ქართული ფოლკლორის, ენისა და ისტორიის შენარჩუნება და პოპულარიზაცია აშშ-ში.
ცენტრში ფუნქციონირებს თეატრალური და ქართული ენის, ცეკვისა და სიმღერის შემსწავლელი ჯგუფები. 2008 წელს, ცენტრთან შეიქმნა თეატრალური სტუდია “The Georgian Theater of New York”, ლიკა ბახტურიძე-სირელსონის ხელმძღვანელობით. აგრეთვე, ცენტრში ფუნქციონირებს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „Georgia“, მუსიკის სკოლა „ლირა“, ქართული საბავშვო თეატრი, კინოსტუდია, ქართული ტრიო „მაგნოლია“ და ვაჟთა ვოკალური ანსამბლი “ზეკარი”.