თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ევრო – ატლანტიკური მიმართულების კურსდამთავრებული, ნინა გძელიძე სწავლას ევროპაში გააგრძელებს.ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
ნინამ Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის “European Interdisciplinary Master: African studies” ფარგლებში მიიღო დაფინანსება. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება 3 უნივერსიტეტში: პირველი სემესტრი – University of Porto (პორტუგალია), მეორე სემესტრი – University of Bayreuth (გერმანია) და მესამე სემესტრი – The Bordeaux Montaigne University (საფრანგეთი). სამაგისტრო პროგრამის ბოლო, მეოთხე სემესტრისათვის კი გათვალისწინებულია სტაჟირება ან field trip აფრიკის რომელიმე ქვეყანაში. ნინას სრულად უფინანსდება სწავლისა და მგზავრობის ხარჯები. ის ასევე მიიღებს სტიპენდიასაც.