ლელა კუხიანიძე შვედეთში წლებია ცხოვრობს – მუსიკოსი და ხელოვნებათმცოდნე სტოკჰოლმში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელია, ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “ნერგები” და საკვირაო სკოლა. 14 აპრილს, ქართული ენის დღეს, „ნერგების“ აღსაზრდელებმა ღონისძიება გამართეს – თუ „როგორ ჭიკჭიკებენ საქართველოდან შორს გაფრენილი მერცხლები“ მშობლიურ ენაზე – ეს მაყურებელმა იხილა..
ლელა კუხიანიძე : „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი, ისე არ ამოსწყდებიან, ჯავრი არ სჭამონ მტრისანი” ქართული ენის დაცვით იწყება სამშობლოს დაცვა, ამ აზრით, გონებით და მიზნით იზრდებიან სტოკჰოლმში არსებული ბავშვთა და მოზარდთა სტუდია “ნერგების” აღსაზრდელები, ქართული ენის დღეს დიდი ზეიმი გვქონდა sensus კულტურის სასახლეში. ჩვენს მშობლიურ ენას ვეფერებით ჩვენს ენაზე. როგორ ჭიკჭიკებენ შორს გადაფრენილი მერცხლები ეს მაყურებელმა შეაფასა.
აქ დიდი ნება და სურვილი მშობლებისაა, რომ შვილებს შეუნარჩუნოთ ქართული აზროვნება. დიახ, გამორჩეული მშობლების, რომლებიც პირველ ადგილზე ქართულ აზროვნებას აყენებენ.საქართველოს საელჩო, ლინგვისტი, ჩვენი სამრევლოს მამები და რამდენიმე სტუმარი გვყავდა მოწვეული სასახლის დირექციიდან. Sensus – ის საინფორმაციო გვერდზე უკვე განთავსდა ინფორმაცია თუ როგორ დავიცავით ქართული ენა რუსიფიკაციის ბრჭყალებიდან 1978 წელს..დიახ, მსოფლიო საგანძურში 14 ენათა შორის “მცხოვრები” ქართული ენა დასაცავია, რომელიც თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა და ამ ვალდებულებას „ნერგელები“ პირნათლად იცავენ ! (გუშინ, გაკვეთილზე, არ ეყოთ ბავშვებს დაფა – ეხატათ და ესაუბრათ საქართველოს კუთხეებზე თუ ტრადიციებზე)
ერზე და გენოფონდზე შეყვარებულო ქართველებო, გქონდეთ ჩვენი იმედი, ჩვენ, სტუდია “ნერგები” ქართული აზროვნებით ვზრდით თქვენს შვილებს, ისინი სამშობლოს გაუცხოებულები არ დაუბრუნდებიან. სტუმრები კი ჩვენი წიგნით “ნერგები” დაჯილდოვდნენ – ეს არის პირველი წიგნი ემიგრანტ ბავშვებზე. მეორე ნაწილი ახლა იწერება და მთლიანად აიგება ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი თვისტომი უცხო მიწაზე და როგორი ძვირფასია ერთმანეთი..”