„Condé Nast Traveler“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას მოამზადებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მაღალრეიტინგული გამოცემის Condé Nast Traveler-ის მწერალს, კრის შალკს უმასპინძლა. ტურის ფარგლებში ცნობილი მოგზაური – მწერალი საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, კულტურასა და კულინარიას გაეცნო.

კრის შალკი Condé Nast Traveler-ის ბრიტანული რედაქციისთვის ვრცელ სტატიას მოამზადებს, რომელიც ქართველ დიზაინერებს, ქართულ რეწვას, კერამიკას, ტიხრულ მინანქარს, ახალი კონცეფციის მაღაზიებს, კულინარიასა და განთავსების ობიექტებს დაეთმობა.

Condé Nast Traveler-ის ბრიტანულ ვერსიას თვეში 300 ათასზე მეტი მკითხველი ჰყავს. სამოგზაურო გამოცემაში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიის გამოქვეყნება ქვეყნის ცნობადობას გაზრდის დიდ ბრიტანეთში და ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოიზიდავს.კრის შალკი სტატიებს ასევე ამზადებს ცნობილი გამოცემებისთვის: CNTraveler”, “T+L”,”Design Antology”,”AD”,”Telegraph” და “Wallpaper“.