ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 10 აპრილს, ბლაგოევგრადში გაიმართა ბულგარეთში ამერიკული უნივერსიტეტის (AUBG) ტრადიციული საერთაშორისო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება – საერთაშორისო კულინარიული საღამო.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ AUBG-ს ქართველი სტუდენტებიც, რომლებიც დამსწრე საზოგადოების წინაშე ქართული ცეკვებით წარდგნენ და მათ ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ.
ღონისძიებას საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.