2022 წლის 10 აპრილს, ამსტერდამის ამსტელპარკში (Amstelpark), ქართული სათვისტომოს ორგანიზებით, სასაჩუქრე მაღაზიის “Cadeau-Mandjes22” და ფონდი “იმედის” ორგანიზებით მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა, რომელსაც ეწვია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია. ინფორმაციას ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საქველმოქმედო აქციის შედეგად შეგროვებული თანხა ნიდერლანდებში მცხოვრებ უკრაინელ დაზარალებულ ოჯახებს გადაეცა.