ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში გაიმართა ევროპის თასის გათამაშება კადეტთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრების წევრებიც მონაწილეობდნენ.
ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ვერცხლის მედალოსნები გახდნენ ლუკა მაისურაძე (-50კგ), საბა საბაშვილი (-55კგ) და ნიკა მორბედაძე (66კგ).
ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ სანდრო ახლოური (-73კგ) და მათე ჩაფურიშვილი (-81კგ).