11 აპრილს, “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” ფარგლებში, საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებითა და მწერალთა სახლის მხარდაჭერით, გაიმართება ონლაინ პანელური დისკუსია თემაზე “მწერლობა რთულ ეპოქაში”.
პანელური დისკუსიის მონაწილეები თანამედროვე ქართველი და ამერიკელი მწერლები: ზურაბ ქარუმიძე, ლადო ფოჩხუა, ივა ფეზუაშვილი, აიანა მათისი, ენჯი კრუსი, ბორის დრალიუკი და როზა ალკალა არიან.
დისკუსიას მოდერაციას გაუწევს აიოვას უნივერსიტეტის პროფესორი – კრისტოფერ მერილი.
შეხვედრის მთავარი მომხსენებლები არიან: კრისტოფერ მერილი და ლადო ფოჩხუა.
ონლაინ შეხვედრა შედგება ზუმში, 19:00 საათზე.