6 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 105 წლის იუბილეს აღსანიშნავად, პიანისტი სანდრო გეგეჭკორი სოლო კონცერტს გამართავს. ხელმძღვანელი – პროფესორი ალექსანდრე გარბერი.
კონცერტზე შესრულდება შოპენის, შუბერტის, მონსალვაჟის, სოუტულიოს და ლისტის ნაწარმოებები.
კონცერტი ეძღვნება უკრაინაში გმირულად დაღუპულ ქართველ და უკრაინელ მებრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს, ესპანეთის სამეფოში, „Ricardo Delgado Vizcaino”-ს ფონდისა და კორდობის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ქალაქ პოზობლანკოს „Teatro el Silo“-ში გაიმართა ქართველი ახალგაზრდა პიანისტის, პრესტიჟულ პიანისტთა 66-ე საერთაშორისო კონკურსის – „მარია კანალს ბარსელონას“ გამარჯვებულის, სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტი, რომელიც ასევე მიეძღვნა უკრაინაში დაღუპული გმირების ხსოვნას.