საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 16 ივნისიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi აბუ-დაბი-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით განაახლებს.
ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2021 წლის ივლისში დაიწყო.
Air Arabia Abu Dhabi არაბთა გაერთიანებული საამიროების ორი მსხვილი ავიაკომპანიის Air Arabia-სა და Etihad Airways-ის მიერ დაფუძნებული კომპანიაა. ავიაკომპანია ტრანზიტულ მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს იფრინონ აბუ-დაბიდან ნებისმიერი მიმართულებით Etihad Airways-ის საშუალებით.