ქალაქ დუბლინის საკვირაო სკოლა “ლამპარის” პედაგოგების ეკა ფეიქრიშვილისა და ქეთი ჯიღაურის ინიციატივით ამავე საკვირაო სკოლის აღსაზრდელებისთვის 3 აპრილს კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილები დაიწყო.კალიგრაფები დავით მაისურაძე და ლეილა ბაღბაია ირლანდიაში მცხოვრებ ემიგრანტ მოზარდებთან ერთად კალიგრაფიის სამყაროში იმოგზაურებენ.ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ნესტან ბაგაური კი ონლაინგაკვეთილებს ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის შესახებ საინტერესო ისტორიებით გაამრავალფეროვნებს. პროექტი ხორციელდება ირლანდიაში ქალაქ დუბლინის საკვირაო სკოლა “ლამპარის” პედაგოგების ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მხარდამჭერია ფონდი, “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის”, პროექტი პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული ონლაინ სკოლის – “გაკვეთილები საზღვრების გარეშე” ბაზაზე ხორციელდება