საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზბეკეთიდან ბლოგერებსა და ფოტოგრაფებს მასპინძლობს.პრესტურის თერთმეტმა მონაწილემ უკვე დაათვალიერა თბილისი და მცხეთა. ბლოგერები ანანურს, სტეფანწმინდას, ახალციხესა და ვარძიას ეწვევიან. ტურის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთიდან აჭარაში გაემგზავრებიან და სამთო კურორტ გოდერძის დაათვალიერებენ.
უზბეკი ბლოგერები მოინახულებენ ქვემო ქართლს, სადაც დაშბაშის კანიონს და სოფელ ასურეთს ესტუმრებიან.ტურის განმავლობაში ბლოგერები სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს ატვირთავენ, რომელსაც ათიათასობით მიმდევარი იხილავს.
“საქართველოში მხოლოდ ორი დღეა რაც ვიმყოფები, მაგრამ შემიძლია ნებისმიერს ვუთხრა, საქართველო საოცარი ქვეყანაა. თბილისი ძველი ქალაქისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაზავია. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, ძალიან კეთილი ხალხით და ძალიან გემრიელი კერძებით. ძალიან მომეწონა ქართული ღვინო. ვაპირებ საქართველოს სხვადასხვა ადგილის დათვალიერებას და ხალხთან გასაუბრებას თუ რას ფიქრობენ საქართველოსა და უზბეკეთზე“-ამბობს ბლოგერი ოსკარ ჯალილოვი.