ინტერნეტსივრცისთვის უკვე კარგად ნაცნობი, ახალგაზრდა, ნიჭიერი მოცეკვავე, ელისაბედ კიკნაძე, მზისფერი თმითა და გამორჩეული სტილით, ახალ საინტერესო ინიციატივას აანონსებს.
ის მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, არ უშინდება გამოწვევებს და ახლაც აპირებს, საკუთარი პროფესიული ცოდნა ემიგრანტ გოგონებს გაუზიაროს. ელისაბედი ქართველ ემიგრანტებს უფასო ცეკვის ონლაინ კურსს სთავაზობს.
ჩვენ დავუკავშირდით მას, რათა უფრო მეტი ინფორმაცია გაგვეგო ახალი ინიციატივის შესახებ.
ცეკვის გაკვეთილებზე რეგისტრაცია შეგიძლიათ ბმულზე: https://bit.ly/35z0NUA
„მუდმივად ვცდილობ, ჩემი ცოდნა და რესურსი იმ ადამიანებისკენ მივმართო, რომელთაც ეს ძალიან სჭირდებათ. დღეს ძალიან სტრესულ გარემოში გვიწევს ცხოვრება. თითქმის, არ გვრჩება დრო საკუთარი თავისთვის.
აქტიურად ვადევნებ თვალს ემიგრანტების ცხოვრებას სოციალურ ქსელში, სხვადასხვა პლატფორმასა და თუ ჩემი გამომწერების მეშვეობით. ხშირად მეხმიანებიან ჩემს ვიდეოებზე და ბევრ დადებით ემოციას მიზიარებენ. ამიტომ ვიფიქრე, მეც გამეკეთებინა მათთვის სასარგებლო რამ და მეც, ჩემებურად, პოზიტივი გამეგზავნა. სწორად ამიტომ, მინდა, მათ ცეკვის ონლაინ კურსი შევთავაზო. პირობები ძალიან მარტივია: მსურველებს მხოლოდ ერთი დავალება აქვთ. დარეგისტრირდნენ (მითითებულ ბმულზე) და მომწერონ,თუ რატომ სურთ ცეკვის შესწავლა. მნიშვნელოვანია, ყველა მათგანს სათანადო ყურადღება მივაქციო და დისტანციურ რეჟიმში ეს არც ისე მარტივია, ამიტომ რაოდენობა შეზღუდულია. შეირჩევა 5 ყველაზე საინტერესო კითხვარის ავტორი, რომელიც ჩემგან საჩუქრად მიიღებს უფასო ცეკვის გაკვეთილებს. გასათვალისწინებელია, რომ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ გოგონებს, 10 წლის ზევით.
იმედი მაქვს, ჩემი ინიციატივით, ბევრ ემიგრანტ გოგონას გავახარებ და საერთო ვიდეოებსაც სულ მალე შემოგთავაზებთ,“ – აღნიშნავს ელისაბედი.
ელისაბედის ვიდეომიმართვა: https://www.facebook.com/oka.kiknadze/videos/342467594590000