ნიუ – იორკის 47 დისტრიქტის ასამბლეის წევრმა ბატონმა უილიამ კოლტონმა, ნიუ-იორკის, ბრუკლინის რაიონის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წლის გამორჩეული ქალები დააჯილდოვა და “Woman of Distinction Award”-ის სერტიფიკატები გადასცა. დაჯილდოებულთა შორის სამი ქართველია: – ლელა ნინუა, ეკატერინე ესებუა და ნინო ოთარაშვილი.
ლელა ნინუა: სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ სხვადასხვა ეროვნების მანდილოსანს შორის სამი ქართველიც დაგვაჯილდოვეს – ეკატერინე ესებუა, ნინო ოთარაშვილი და თქვენი მონა მორჩილი. დიდი მადლობა დაჯილდოების ცერემონიალის ორგანიზატორსა და წამყვანს ქალბატონ ნინო მაღალს, განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადავუხადო კულტურის ცენტრ „ფესვების“ დამფუძნებლებს და ხელმძღვანელებს შორენა ბარბაქაძეს და ვანო გოდერძიშვილს, რომლებიც უკვე წლებია ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და რომელთა რეკომენდაციაც გაითვალისწინა საორგანიზაციო კომიტეტმა.
ეს ჩემი პირველი ჯილდოა ამერიკაში, რომელიც უკრაინაში მებრძოლ ბიჭებს მივუძღვენი.
დიდება უკრაინას !!! დიდება გმირებს !!!“