,,გთხოვთ, ერთმანეთს ჩავჭიდოთ ხელი“- ნინო ჩეხოშვილის გზა ჟურნალისტიკიდან მედიცინაში და ქველმოქმედებისთვის შექმნილი ,,ჩეხოს სახლი“

ომის ჟურნალისტიკიდან მედიცინაში და ქველმოქმედებისთვის შექმნილი ,,ჩეხოს სახლი” – როგორია აშშ-ში მოღვაწე ქართველის ნინო ჩეხოშვილის ცხოვრება ორ ქვეყანას შორის, ნახეთ ვიდეობლოგი.

ნინო ამჟამად, აშშ-ს ჯანდაცვის სექტორში მოღვაწეობს, დემენციის და ალცჰაიმერის სპეციალისტია ასევე ნიუ-იორკის საავადმყოფოში ,,კოვიდ 19″-ის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მას უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს, მათ შორის არიან ქართველი ემიგრანტებიც. პანდემიის დასაწყისიდანვე, ჩართული იყო ქართველების დასახმარებლად შექმნილი კრიზისული ცენტრის მუშაობაში. ნინო ასევე, საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ჩეხოს სახლის“ დამფუძნებელია, რომლის ფარგლებშიც კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა საქართველოში: შეაქვს წვლილი ქალთა და ბავშვთა დაცვისა და მათი ცნობიერების ამაღლების საქმეში, ეხმარება სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიან ოჯახებს. ასევე ქართული წიგნისა და ქართველი მწერლების პოპულარიზაციას ეწევა საქართველოსა და ამერიკაში.

5 აპრილს, რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლში, მის ორგანიზაცია მორიგ საქველმოქმედო საღამოს უკრაინელ ბავშვთა დასახმარებლად გამართავს. მოეწყობა მწერალ ცირა ყურაშვილისა და ნინო ჩეხოშვილის საბავშვო ზღაპრების წიგნისა და ნუგზარ ერგემლიძის მოთხრობების წიგნის “მოამინეს” წარდგენა. ასევე ზღაპრების წიგნის ილუსტრაციების გამოფენა. საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა გადაირიცხება უკრაინელ ბავშვთა დახმარების ფონდში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"