ქართულმა სპექტაკლმა იტალიაში ტონინო გუერას სახელობის ჯილდო მიიღო

სანდრო მრევლიშვილის სახელობის  თბილისის მუნიციპალური თეატრის  სპექტაკლს „უსაზღვრობა დროთა, გალაკტიონი“ ( რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი) მიენიჭა ტონინო გუერას სახელობის ჯილდო.  წარმოდგენა 21 მარტს, საერთაშორისო პოეზიის დღეს იტალიაში, ქალაქ პენაბილეში თეატრ ვიკტორიაში იტალიური სუბტიტრების თანხლებით,ტონინო გუერას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა
„უსაზღვრობა დროთა, გალაკტიონი“ – პიესის ავტორი და რეჟისორი: სანდრო მრევლიშვილი.  სპექტაკლი პოეტისა და მისი დემონის ორთაბრძოლის ამბავს მოგვითხრობს.  პოეტს მსახიობი აკაკი ხიდაშელი ასახიერებს, ხოლო დემონს – თორნიკე ბელთაძე.იტალიურად თარგმნა: ნუნუ გელაძემ.
“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი თეატრის დამაარსებლის სანდრო მრევლიშვილის ღვაწლი ტონინო გუერას ასოციაციის მიერ, აღინიშნა განსაკუთრებული პოეტური ჯილდოთი” აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.ტონინო გუერას სახელობის ჯილდოთი დაჯილდოებული არიან კინორეჟისორი ვერნერ ჰერცოგი და პოეტი კარმენ იანესი.