უზბეკეთის თეატრში ქართული პიესა “აივანი” დაიდგა

ქართველი დრამატურგის- ოთარ ქათამაძის პიესა “აივანი” უზბეკეთში, კატაკურგანის დრამატულ თეატრში დაიდგა, პიესა კატაკურგანის დრამატულ თეატრში ქართველმა რეჟისორმა – ნინო მაღლაკელიძემ დადგა და მასში უზბეკი მსახიობები თამაშობენ.

პიესის შესახებ: მოქმედება ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში ხდება. სახლში, სადაც რამდენიმე თაობა ცხოვრობს და სადაც პატარა ბინის აივანი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ოჯახს ართმევს,  მათი ერთობის, ოჯახური თანაცხოვრებისა და მოგონებების სიმბოლოდ არის ქცეული.