მედიაჰოლდინგი “კვირას” ინფორმაციით, საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის დღეს სამშვიდობო პარაკლისი ჩატარდა. ასევე, უკრაინაში გარდაცვლილი ადამიანებისთვის სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს.
სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა.
პარაკლისს უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, მათ შორის იგორ დოლგოვი დაესწრნენ.
პარალელურად, საპატრიარქო უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას აგრძელებს.