ლიზი დარჩია აშშ-ში, კერძო სკოლა “ASSIST” – ში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ლიზი დარჩია ამერიკის ერთ ერთ – ერთ საუკეთესო კერძო სკოლაში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. “ჩვენი სკოლის  XI-2 კლასის მოსწავლემ, ლიზი დარჩიამ კონკურსის გზით დაფინანსება მოიპოვა HMC (ბრიტანეთი) და ASSIST (აშშ) სასტიპენდიო პროგრამებში, ლიზიმ უპირატესობა ASSIST-ს მიანიჭა და სექტემბრიდან, სრული დაფინანსებით (75 000 აშშ დოლარი) გააგრძელებს სწავლას ამერიკის კერძო სკოლაში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 50 საუკეთესო სკოლაში შედის.” აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ორივე პროექტში კონკურენცია იყო ძალიან მაღალი. ბრიტანეთში სასწავლებლად შეარჩიეს 10 საუკეთესო მოსწავლე საქართველოდან, ხოლო აშშ-მ მხოლოდ ერთს – ლიზის მისცა სრული დაფინანსება.