24 მარტს, ქ. ვენაში, უკრაინის მხარდასაჭერად გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი „Wenn ich von Adler die Flügel hätte”, სადაც ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები, სოპრანო – მადინა კარბელი და პიანისტი – მარიამ ვარძელაშვილიც მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებაზე შემოწირული თანხა მთლიანად მოხმარდება ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს, როგორც უკრაინაში, ასევე ავსტრიაში.