ავიაკომპანია FlysArystan-ი შიმკენტიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულებას განაახლებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 19 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlysArystan-ი შიმკენტიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულებას განაახლებს.

დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრა ხვალიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათსა და შაბათს კვლავ იქნება შესაძლებელი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, შიმკენტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები ნოემბერში შეჩერდა და ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლოდან კვლავ აღდგება.

FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.