ვენაში უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

ვენაში უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

24 მარტს, ქ. ვენაში, უკრაინის მხარდასაჭერად გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი „Wenn ich von Adler die Flügel hätte”, სადაც ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები, სოპრანო – მადინა კარბელი და პიანისტი – მარიამ ვარძელაშვილიც მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიებაზე შემოწირული თანხა მთლიანად მოხმარდება ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს, როგორც უკრაინაში, ასევე ავსტრიაში.