21 მარტს, იტალიაში, ქალაქ პენაბილში, თეატრში “ვიკტორია” თბილისის სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს „უსაზღვრობა დროთა, გალაკტიონი” წარმოდგენა ტონინო გუერას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება. დასწრება თავისუფალია, დასწრების მსურველები დაუკავშირდით მეილზე SandroMrevlishviliTheatre@gmail.com ან WhatsApp ნომერზე +995555300074; დადასტურების შემდეგ შეძლებთ წარმოდგენაზე დასწრებას, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. სპექტაკლზე დასასწრებად აუცილებელია მწვანე პასპორტი.
სანდრო მრევლიშვილის სპექტაკლი პოეტისა და მისი დემონის ორთაბრძოლის ამბავს მოგვითხრობს. სპექტაკლში პოეტს მსახიობი აკაკი ხიდაშელი ასახიერებს, ხოლო დემონს -თორნიკე ბელთაძე.