ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ქართველი ავტორებისთვის

მწერალთა სახლი აშშ-ის საელჩოსთან ერთად ქართველი ავტორებისთვის აცხადებს მიღებას ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე.

სწავლება დაიწყება 2022 წლის აპრილში.

კურსი ხელმისაწვდომია უფასოდ.

“ჯგუფის შეხვედრა გაიმართება კვირაში ორჯერ არასამუშაო დროს (საღამოს 7 საათიდან) მწერალთა სახლის სივრცეში. შერჩეული ავტორები პირველ ეტაპზე ენის სამთვიან კურსს გაივლიან.

სწავლების საფეხური – Intermediate

კურსზე დაიშვებიან დაწყებითზე მაღალი ინგლისურის მცოდნე ავტორები. რეგისტრაციისთვის გთხოვთ უპასუხოთ ბმულზე გამოქვეყნებული ტესტის კითხვებს: https://forms.gle/sK4LnaphEKE61BBE6

რეგისტრაცია ღიაა 23 მარტის ჩათვლით (11:59 საათამდე)“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.