რამდენიმე დღეა რაც ქართველი მუსიკოსი Noko Noko და მოგზაური, ბლოგერი სოსო ნებიერიძე უკრაინა- პოლონეთის საზღვარზე არიან და ჩვენი ქვეყნის სახელით იქ მყოფ პატარებს ტკბილეულითა და სხვა საჭირო ნივთებით ამარაგებენ, სოციალურ ქსელში Noko Noko ემოციურ სტატუსს აქვეყნებს : “საქართველოს სახელით მე და Soso Around The World ვიმყოფებით და ვდგავართ პოლონეთი უკრაინის საზღვარზე (მედიკა). ვუხალისებთ თითოეულ პატარა ბავშვს შეძლებისდაგვარად დამწუხრებულ წუთებს და მათ სახეს ღიმილს ვანიჭებთ … როდესაც გვეკითხებიან თუ რატომ ვართ ჩვენ ამხელა გზაზე ჩამოსულები,პასუხად ხვდებათ ჩემს მაისურზე – არსებული წარწერა “I Am From Georgia and my country is occupied by russia “ (“მე საქართველოდან ვარ და ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ”) და ხვდებიან იმას, რომ ჩვენ ვიცით ის, თუ როგორი დიდი ტკივილია მათთვის ეს ყოველივე და ვიცით როგორი გზა გამოიარეს..”