სტამბულის გამომცემელთა პროფესიული პროგრამის ფარგლებში „აკადემიურ გამომცემლობას“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

სტამბულის გამომცემელთა პროფესიული პროგრამის ფარგლებში „აკადემიურ გამომცემლობას“ სპეციალური ჯილდო გადაეცა.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, გვანცა ჯობავამ სიტყვით გამოსვლისას ჯილდო უკრაინელ გამომცემლებს მიუძღვნა.

„ვულოცავ Academic Press of Georgia – საგას და ქალბატონ თამარ ნაჭყებიას სტამბულის გამომცემელთა პროფესიული პროგრამის ფარგლებში მიღებულ მნიშვნელოვან პრემიას, რომელიც ქალბატონი თამრიკოს ნაცვლად ავიღე დღეს, თუმცა ამან საშუალება მომცა ქართველი გამომცემლების სახელით ეს პრიზი უკრაინელი გამომცემლებისთვის მიმეძღვნა.

დიდება და გამარჯვება უკრაინას!“, –  განაცხადა გვანცა ჯობავამ.