იტალიაში გამართულ საერთაშორისო ღია ტურნირზე 1° „Grandiscacchi Cattolica International“ ქართული ჭადრაკის ლიდერმა ბაადურ ჯობავამ წარმატებით იასპარეზა.
„ბაადურმა, 9-დან 6,5 ქულა დააგროვა და I-VII ადგილები გაინაწილა: ს.ლ. ნარაიანანთან (ინდოეთი), პრაგანანანდჰასთან (ინდოეთი), ლივიუ ნისიეპანუსთან (გერმანია), ლორენცო ლოდიჩთან (იტალია), არსენი ნესტეროვთან (რუსეთის საჭადრაკო ფედერაცია) და ლუკა მორონისთან (იტალია) ერთად.
დამატებითი მაჩვენებლებით ჯობავა მესამე ადგილზე განთავსდა“, – ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.