საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა.

7 მარტიდან, ქალაქი პლოვდივი ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ევროკონკურენციაში ათი ქართველი ჩაებმება.

„შეჯიბრების პირველ დღეს, ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში: 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამებში წინასწარი ეტაპის შეხვედრები და ნახევარფინალები გაიმართება. ამ წონებში მედლები 8 მარტს გათამაშდება. იმავე დღეს, დილიდან ჩაებმებიან საქმეში დარჩენილ ხუთ წონაში – 60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამში მოჭიდავეები და ფინალისტებს გამოავლენენ. მათ წონით კატეგორიებში საპრიზო სამეულები 9 მარტს შეივსება.

საქართველოს ნაკრები

55 კგ – აკაკი ოსიაშვილი

60 კგ – ირაკლი ძიმისტარიშვილი

63 კგ – გიორგი შოთაძე

67 კგ – დიეგო ჩხიკვაძე

72 კგ – გიორგი ჩხიკვაძე

77 კგ – დავით სოლოღაშვილი

82 კგ – ბექა გურული

87 კგ – ბექა მელელაშვილი

97 კგ – გიორგი ქაცანაშვილი

130 კგ – გიორგი ცოფურაშვილი

მთავარი მწვრთნელი: სოსო ჯაბიძე

მწვრთნელები: სერგო ნინუა, ზაზა ჯიბლაძე, მიხეილ მელუა, რევაზ ლაშხი“. –  ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.