“წლევანდელი ჩემი 3 მარტი, უფასოდ დავარიგეთ დღეს პური, ეს მადლიერი თვალები მემახსოვრება სიცოცხლის ბოლომდე, Слава України ! ” წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მარინა გელაშვილი და ფოტოს აქვეყნებს კიევში, პრიორკას უბანში მდებარე ქართული საცხობიდან, სადაც ქალიშვილთან ერთად მთელი დღის განმავლობაში შრომობს, აცხობს და უკრაინელებს პურს უფასოდ ურიგებს.
“ეს ამაღელვებელი ამბავი თბილისში მცხოვრები უკრაინელი ქალისაგან გავიგეთ და თქვენც გაგიზიარებთ. კიევის ჩრდილოეთში, პრიორკას უბანში მდებარე ქართულ საცხობში ქართველი დედა-შვილი საჰაერო განგაშის ხმებს აინუნში არ აგდებს, მთელი დღე აცხობს პურს და უფასოდ ურიგებს კიეველებს” წერს” ევროპის მოამბე”