„მაშინ გულს ავიწყდება სიკვდილის მეხიც და სიცოცხლის სიტკბოებაც, მაშინ კაცი გმირია..“

რას წერდა დიდი ილია ჭავჭავაძე  ომის შესახებ?
“ატყდა ომი!.. ამის მსმენელს გული თავის ადგილს აღარ აქვს. ომი სისხლის ღვრაა, ომი უბედურებაა, ომი დამთქმელია ადამიანის სიცოცხლისა, ადამიანის ღვაწლისა, მონაგარისა. გული სწუხს და იტანჯება, როცა ეს აგონდება. თუმცა ეს ასეა, მაგრამ რარიგ მედიდურს, დიდებულს სანახაობას წარმოადგენს ხოლმე ის სურათი, როცა თავგანწირული ერი აზღვავებულია, ამხედრებულია, თავისის პატივის, თავისის ღირსების, თავისის ვინაობის და თვისების დაცვისათვის. მაშინ გულს ავიწყდება სიკვდილის მეხიც და სიცოცხლის სიტკბოებაც, მაშინ კაცი გმირია; მაშინ გული ძგერს სულგრძელებისათვის, ვაჟკაცობისათვის, პატიოსნებისათვის”.
ილია ჭავჭავაძე, 1877 წელი.

წყარო:ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი